შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთო კრება

A+
A-

2013 წლის 21 მარტს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთო კრება გაიმართა. კრებაზე, რომელსაც 84 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბწოში სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლების არჩევის წესი განიხილებოდა.

საერთო კრებაზე საბჭოში შშმ პირთა უფლებების დამცველების არჩევის კრიტერიუმზე მოხდა შეთანხმება.

შშმ პირთა საკოორდინაციო საბჭო თავისი არსით  არის პრემიერ მინისტრის მრჩეველი სათათბირო ორგანო, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის  ჩართულობით სახელმწიფოში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, მის ეფექტურად განხორციელებასა და კოორდინაციას.

საბჭოს მიზანია - მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკის შემუშავებასა და პროგრამების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს შშმ პირთა თანაბარი უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

წევრობა: პრემიერ-მინისტრი იწვევს და ნიშნავს წევრებს საბჭოში, როგორც სამთავრობო სტრუქტურებიდან, ისე შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სხდომებზე იწვევს დამოუკიდებელ ექსპერტებს. 

 

 

სხვა სიახლეები

"ოპერატორები დოკუმენტზე ხელის მოწერას სახელის და გვარის სრული დაფიქსირებით მთხოვენ, ეს კი, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, არ შემიძლია" - ოთო დარბაისელის ბლოგი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ სანოტარო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები