თბილისის ღია პირველობა მშვილდოსნობაში

A+
A-

10 ივნისს, „ვარდების ბაღში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით თბილისის ღია პირველობა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა 40–მა ეტლით მოსარგებლე პირმა მიიღო. ისინი ფინალში ცნობილ სახეებთან (სოფო ბედია, ია დანელია, მაკო მეტრეველი, გიორგი სუხიტაშვილი, ოთო ნემსაძე, ლაშა კერვალიშვილი, ოთო კოვზირიძე, ნიკა არაბიძე) ერთად დაწყვილდნენ და ისე შეეცადნენ საპრიზო ადგილების მოპოვებას.

საბოლოდ ქალთა წყვილში თინა ბრეგვაძემ და ია დანელიამ გაიმარჯვეს, ხოლო მამაკაცებში ოთო ნემსაძემ და გიორგი ამაშუკელმა.

ღონისძიების პარალელურად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდასაჭერად გაიმართა კონცერტი. სცენაზე მსმენელის წინაშე წარსდგნენ: სოფო ბედია, ბორის ბედია, თეატრალური კვარტეტი, დათუნა სირბილაძე,  რომა რცხილაძე, გიორგი სუხიტაშვილი და ოთო ნემსაძე, რისთვისაც ორგანიზატორები: "მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის", შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტის საკოორდინაციო საბჭო "სპორტი ყველასათვის" და ჟურნალისტთა გაერთიანება "გელათი" მათ კიდევ ერთხელ უხდიან დიდ მადლობას.

თბილისის ღია პირველობა მშვილდოსნობაში პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებსი გაიმართა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ახორციელებენ და რომლის მიზანიც საზოგადოებაში ინვალიდობის თემის პოულარიზაცია, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი და აქტიური ცხოვრების გზით საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მსხვრევა და თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობაა.

პროექტის ავტორები განსაკუთრებით ცხელ და აქტიურ ზაფხულს გვპირდებიან და ზაფხულის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით გაიმართება ჯომარდობა, აფროსნობა, პარაპლანინგი, შეჯიბრი წყლის ეტლი–თხილამურებით, თბილისის ღია პირველობა ბილიარდში, საჩვენებელი გამოსვლა სპორტულ და სამეჯლისო ცეკვებში და სხვა სპორტული, თუ კულტურული ღონისძიებები.

ტურნირი ქ. თბილისის მერიის პატრონაჟით გაიმართა, გენერალური სპონსორი კი კომპანია „ბილაინი“ იყო, რომელმაც 12 გამარჯვებულისათვის პრიზად მობილური ტელეფონები დააწესა.

 

 

სხვა სიახლეები

"ოპერატორები დოკუმენტზე ხელის მოწერას სახელის და გვარის სრული დაფიქსირებით მთხოვენ, ეს კი, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, არ შემიძლია" - ოთო დარბაისელის ბლოგი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ სანოტარო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები