თსუ–ში სტუდენტებთან ტრენინგი გაიმართა
22 მაისს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში კოაილიცამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს 32 მომავალი სოც. მუშაკი ესწრებოდა და ის თავად სტუდენტების თხოვნითა და სოც. მუშაკის თეონა ფარჯიანის ორგანიზებით გაიმართა.
აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდა შეზღუდული შესაძლებლობის არსობრივი განხილვა, გაიმართა დისკუსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე, სტერეოტიპებზე, ეთიკის ნორმებზე, თანაბარი პირობების დამკვიდრების ხელისშემშლელ ფაქტორებზე და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლის დროსაც ტრენინგის მონაწილეებს შეეძლოთ ჩამსხდარიყვნენ ეროვნული წარმოების აქტიურ ეტლში, დაეჭირათ მისი ბალანსი და გადაელახათ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები.
ტრენინგებს სოც. მუშაკებთან კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის პერიოდულად ატარებს, რათა განისაზღვროს სოც. მუშაკის როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის საკითხებში; მოხდეს ეთიკურ ნომრებზე, სტანდარტებსა და ერთობლივი მოქმედებებზე, შესაძლებლობებზე, შეჯერება.
ტრენინგს რატი იონათამიშვილი,თამარ ნადირაძე და ლევან ტალახაძე უძღვებოდნენ.