დამოუკიდებელი ცხოვრების პროექტი საქართველოში

A+
A-

პროექტის სახელწოდება: დამოუკიდებელი ცხოვრების პროექტი საქართველოში

პროექტის ხანგრძლივობა: 1 ოქტომბერი, 2020 – 30 სექტემბერი, 2022

დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების ორწლიანი პროგრამა ხორციელდება ორგანიზაციების კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC)  პარტნიორობით. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. პროგრამა საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ხელს შეუწყობს ადგილობრივ მთავრობებთან დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას და  მიღწეული შედეგების გავრცელებას  მთელს ქვეყანაში.

მიზანი: USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში" მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და მდგრადი მომსახურების მიწოდების გზით, კონვენციის მე-19 მუხლის შესაბამისად.

სამიზნე რეგიონები: ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, ლაგოდეხი.

პროექტის ამოცანები და ღონისძიებები:

ამოცანა 1: დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების დაფუძნება საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში

ამოცანა 2: აუცილებელი სათემო სოციალური სერვისების ინტეგრირების ხელშეწყობა 6 მუნიციპალიტეტში