შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საერთაშორისო პრინციპები და რეკომენდაციები

A+
A-

2018 წლის ნოემბერში, ჟენევაში, შშმ პირთა უფლებების საკითხზე სპეციალურმა მომხსენებელმა კატალინა დევანდას აგილარმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან ერთად, შშმ პირთა მიერ სამართლებრივი ქმედუნარიანობით სარგებლობისა და მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლებების აღსრულებაზე დისკუსიის გამართვის მიზნით, ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა.

შეხვედრის შემდეგ, სპეციალურმა მომხსენებელმა დავალება გასცა ჩაეტარებინათ კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა შშმ პირთა მიერ სხვათა თანაბრად მართლმსაჯულებაზე ეფექტური წვდომის უზრუნველსაყოფად საჭირო პრინციპების, ინტერვენციებისა და სტრატეგიების განსაზღვრას.

2020 წლის 21 თებერვალს სპეციალურმა მომხსენებელმა ჟენევაში კვლავ მოიწვია ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა, რათა ემსჯელათ შშმ პირთათვის მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის საერთაშორისო პრინციპებისა და რეკომენდაციების შემუშავების საჭიროებაზე, რომელიც სახელმწიფოებს ხელს შეუწყობდა შეესრულებინათ სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

 

თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.