შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ინსტრუქცია დეინსტიტუციონალიზაციის შესახებ, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში
წინამდებარე გზამკვლევი ავსებს კომიტეტის ზოგად კომენტარს No5 (2017) და მის მითითებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების შესახებ (მუხლი 14). მისი მიზანია წარმართოს და მხარი დაუჭიროს მონაწილე სახელმწიფოების მცდელობას, რომ აღსრულდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება - იცხოვრონ დამოუკიდებლად და იყვნენ ჩართულნი საზოგადოებაში, აგრეთვე იყვნენ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესების დაგეგმვისა და ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის საფუძველი.
ეს გზამკვლევი ეყრდნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოცდილებას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დაწყებამდე და მის დროს, რომელმაც გამოააშკარავა ფართომასშტაბიანი ინსტიტუციონალიზაცია, ხაზი გაუსვა ინსტიტუციონალიზაციის მავნე ზემოქმედებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებსა და ცხოვრებაზე, აგრეთვე მათ მიმართ ძალადობას, გულგრილობას, არასათანადო მოპყრობასა და წამებას, მათ შორის ქიმიურ, მექანიკურ და ფიზიკურ შეზღუდვებს, რასაც ისინი განიცდიან სპეციალიზირებულ დაწესებულებებში.
თარგმანი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.