გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის დასკვნითი მოსაზრებები საქართველოს მიერ წარდგენილი პირველადი ანგარიშის თაობაზე
კომიტეტმა 2023 წლის 9 და 10 მარტს ჩატარებულ რიგით 628-ე და 629-ე შეხვედრებზე განიხილა საქართველოს მიერ წარდგენლი პირველადი ანგარიში (CRPD/C/GEO/1). წარმოდგენილი დასკვნითი მოსაზრებები შემუშავებულ იქნა კომიტეტის რიგით 644-ე შეხვედრაზე, რომელიც 2023 წლის 21 მარტს შედგა.
კომიტეტი მიესალმება საქართველოს მიერ წარდგენილ პირველად ანგარიშს, რომელიც შემუშავდა კომიტეტის მიერ განსაზღვრული ანგარიშის წარდგენის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, და მადლობას უხდის სახელმწიფოს წერილობით წარმოდგენილი პასუხებისთვის (CRPD/C/GEO/RQ/1) იმ რიგი საკითხების თაობაზე, რომელიც კომიტეტმა წამოაყენა.
კომიტეტი მადლიერებას გამოთქვამს სახელმწიფო მხარის მიერ დელეგაციასთან გამართული კონსტრუქციული დიალოგისთვის, სადაც განხილულ იქნა საკითხების ფართო სპექტრი და რომელშიც მონაწილეობდნენ შესაბამისი სამინისტროები, პარლამენტის და სასამართლოს წარმომადგენლები. კომიტეტი აგრეთვე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველის აქტიურ ჩართულობას როგორც ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის, ისე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მექანიზმის როლში, კონვენციის 33-ე (2) მუხლის შესაბისად.