• სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის

    პროექტის დასახელება: სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის

     

    დონორი: ევროკავშირი

     

    ხანგრძლივობა: 29 თვე

     

    სამიზნე რეგიონები: შიდა ქართლი, კახეთი, აჭარა, სამეგრელო

     

    პარტნიორები: "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" (Changes for Equal Rights) 

     

    პროექტის მიზანი და ამოცანები: 

    • შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და მათი კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა;
    • ეროვნულ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებთან დაკავშირებული კანონებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შეფასება და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა;
    • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე, მათ შორის ქალების, ეთნიკური უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული და ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე.

     

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება

    პროექტის დასახელება: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება

     

    ხანგრძლივობა: 29 თვე

     

    სამიზნე რეგიონები: შიდა ქართლი (მოიცავს ოთხ მუნიციპალიტეტს), ქვემო ქართლი (შვიდი მუნიციპალიტეტი), კახეთი (რვა მუნიციპალიტეტი) და სამცხე-ჯავახეთი (ექვსი მუნიციპალიტეტი).

     

    პარტნიორები: "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" (Changes for Equal Rights) და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (Coalition for Independent Living).

     

    პროექტის მიზანი და ამოცანები: პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედ DPO-ებს, რათა მათ ეფექტური ადვოკატირება გაუწიონ შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ თანაბარი მოპყრობის შესახებ დებულებებს და მხარი დაუჭირონ დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას.