მუხლი 26 - განმარტებითი ინდიკატორები აბილიტაციის და რეაბილიტაციის შესახებ

გაეროს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვეციის" 26 მუხლი აბილიტაცია და რეაბილიტაციას ეხება. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ პასუხისმგებლობას მიიღონ ეფექტური და შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მაქსიმალური დამოუკიდებლობის, სრული ფიზიკური, მენტალური, სოციალური და პროფესიული შესაძლებლობების მიღწევისა და გამოყენების შესაძლებლობა.

მუხლი 19 - განმარტებითი ინდიკატორები დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ცხოვრებაში ჩართვის შესახებ

კონვენციის მე-19 მუხლი დამოუკიდებელ ცხოვრებას ეხება და მიუთითებს, რომ ყველა შშმ პირს აქვს უფლება, თავად შეარჩიოს საცხოვრებელი ადგილი. ეს დებულება თავისთავად გულისხმობს დიდი ზომის ინსტიტუციების (ფსიქიატრიული დაწესებულებების, პანსიონატების, დიდი ზომის ბავშვთა სახლების) დაშლას  და იქ მცხოვრებთა საზოგადოებაში ინკლუზიას, მათ შორის, მცირე ტიპის საცხოვრისების/მომსახურებების შექმნის გზით.

მუხლი 33 - ეროვნულ დონეზე კონვენციის განხორციელების და მონიტორინგის განმარტებითი ინდიკატორები

გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვეცია“ (UNCRPD), 33-ე მუხლი.  UNCRPD-ის 33-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, მათი  მმართველობის სისტემის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციის შიგნით ასახელებენ ერთ ან რამდენიმე საკონტაქტო უწყებას, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 11 – სარისკო და საგანგებო ჰუმანიტარული სიტუაციების განმარტებითი ინდიკატორები

კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ საერთაშორისო სამართლით, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ  ყველა საჭირო ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა და უსაფრთხოება სარისკო სიტუაციებში, შეიარაღებული კონფლიქტების, საგანგებო ჰუმანიტარული და სტიქიური უბედურებით გამოწვეული სიტუაციების ჩათვლით.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია - განხორციელება და მონიტორინგი

წინამდებარე დოკუმენტი მომზადდა კონვენციის კომიტეტის სამდივნოს მიერ სხვადასხვა ექსპერტის მონაწილეობით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია

გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია".    

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები

აღნიშნული პუბლიკაციის თარგმნა, ბეჭდვა და გავრცელება შესაძლებელი გახდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირების ფარგლებში.