"აქტიური რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ტრენინგი" დასრულდა

A+
A-

ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე "აქტიური რეაბილიტაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ტრენინგი" დასრულდა. აქტივობა 2021 წლის 9 სექტემბერს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა 16-მა ეტლით მოსარგებლემ მიიღო. 

5-დღიან ტრენინგს ვიზიტით USAID-ის და კორპორაცია პარტნიორები საერთაშორისო თანამშრომლობისთვის წევრები ეწვივნენ. სტუმრები ტრენინგის აქტივობებით დაინტერესდნენ და მონაწილეებიც გაიცნეს.

ტრენინგებს ეტლით მოსარგებლე გამოცდილი ტრენერები, მერაბ დუკაშვილი და თინათინ რევაზაშვილი უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს ეტლით გადაადგილების მარტივი, საშუალო და რთული პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ყოველდღიური ცხოვრების აქტივობები ასწავლეს.

5 დღის განმავლობაში, მონაწილეები თავის მოვლის, ეტლის დამოუკიდებლად მართვის წესებს ეცნობოდნენ, იღებდნენ ინფორმაციას პირადი ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სხვადასხვა საკითხების შესახებ. 

მონაწილეებს ჩაუტარდათ ლექციები ნაწოლების პრევენციასა და მკურნალობაზეც, ეტლის მოვლასა და შეკეთებაზე. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ძნელაძემ ეტლით მოსარგებლეებს დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიაზე, შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. 

ბანაკის მსვლელობის მანძილზე, ეტლით მოსარგებლეთათვის მოეწყო სპორტული თამაშები და შეჯიბრებები.

სხვა სიახლეები