საერთაშორისო კანონმდებლობა

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე მუნირ ალ ადამი საუდის არაბეთის წინააღმდეგ

შეტყობინების ავტორი მუნირ ალ ადამია, საუდის არაბეთის 23 წლის მოქალაქე. ბავშვობაში ტრავმის შედეგად, მუნირმა მარჯვენა ყურში სმენის მცირე დაქვეითება მიიღო. ის ამტკიცებს, რომ პატიმრობაში ყოფნისას, საუდის არაბეთის უშიშროების ძალებმა აწამეს 1, სახელმწიფო მხარის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს მიღებული ტრავმის მკურნალობაზე და შედეგად, მან მარჯვენა ყურში სმენა მთლიანად დაკარგა.

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე Y ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის წინააღმდეგ

მომჩივანი დაიბადა 1999 წელს. ის არის ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის გეიტას რეგიონის სოფელ ნიარუგუგუნადან. მას და მის ძმას, ორივეს ალბინიზმი აქვს. შედეგად, მათმა ოჯახმა ისინი მიატოვა. ამჟამად მათზე ზრუნავს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO) Under the Same Sun2 [იმავე მზის ქვეშ].

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე რიჩარდ სალინი შვედეთის წინააღმდეგ

შეტყობინება წარდგენილია ბატონ რიჩარდ სალინის (დაბადებული 1967 წლის 23 ივნისს) სახელით, რომელიც  შვედეთის მოქალაქეა. შეტყობინების ავტორი სმენის არმქონეა.

კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე V.F.C. ესპანეთის წინააღმდეგ

შეტყობინების თემა: უფლება, რომ არ იყო დისკრიმინირებული დასაქმების შენარჩუნების ან გაგრძელების დროს  (დავალება მოდიფიცირებულ მოვალეობაზე)

მუხლი 26 - განმარტებითი ინდიკატორები აბილიტაციის და რეაბილიტაციის შესახებ

გაეროს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვეციის" 26 მუხლი აბილიტაცია და რეაბილიტაციას ეხება. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ პასუხისმგებლობას მიიღონ ეფექტური და შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მაქსიმალური დამოუკიდებლობის, სრული ფიზიკური, მენტალური, სოციალური და პროფესიული შესაძლებლობების მიღწევისა და გამოყენების შესაძლებლობა.

მუხლი 19 - განმარტებითი ინდიკატორები დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ცხოვრებაში ჩართვის შესახებ

კონვენციის მე-19 მუხლი დამოუკიდებელ ცხოვრებას ეხება და მიუთითებს, რომ ყველა შშმ პირს აქვს უფლება, თავად შეარჩიოს საცხოვრებელი ადგილი. ეს დებულება თავისთავად გულისხმობს დიდი ზომის ინსტიტუციების (ფსიქიატრიული დაწესებულებების, პანსიონატების, დიდი ზომის ბავშვთა სახლების) დაშლას  და იქ მცხოვრებთა საზოგადოებაში ინკლუზიას, მათ შორის, მცირე ტიპის საცხოვრისების/მომსახურებების შექმნის გზით.

მუხლი 33 - ეროვნულ დონეზე კონვენციის განხორციელების და მონიტორინგის განმარტებითი ინდიკატორები

გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვეცია“ (UNCRPD), 33-ე მუხლი.  UNCRPD-ის 33-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, მათი  მმართველობის სისტემის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციის შიგნით ასახელებენ ერთ ან რამდენიმე საკონტაქტო უწყებას, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს კონვენციის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.