კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" წარმომადგენლები გურჯაანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

A+
A-

21 დეკემბერს "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" წარმომადგენლები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ლერი გელენავას და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსს, სოფიო ქუმსიაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, კონვენციის იმპლემენტაციის საქმეში მუნიციპალიტეტის როლს და მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრას შეეხო.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გურჯაანში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების შესახებ მოგვაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრები პროექტის, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება" ფარგლებში ჩატარდა. პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაცია "ევროპის ფონდი" და "ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი".

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა მათ მოახდინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონით განსაზღვრული თანაბარი უფლებების ეფექტური ადვოკატირება და ხელი შეუწყონ დისკრიმინაციული პრაქტიკის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევებს.

 

სხვა სიახლეები