ონლაინ შეხვედრები სამეგრელოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან

A+
A-
21 და 28 თებერვალს, ორგანიზაციებმა "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" პროექტის, "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" ფარგლებში სამეგრელოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ონლაინ შეხვედრა ჩაატარეს.
შეხვედრაზე, ორგანიზაცია “ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის” თავმჯდომარემ, თომა კაკაბაძემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და რეგიონალური საკოორდინაციო ქსელის საჭიროებასა და ჩამოყალიბებაზე გაამახვილა ყურადღება.
29-თვიანი პროექტი ითვალისწინებს ახალ საფეხურზე აიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების მუშაობა, რათა მოხდეს ძალისხმევის კოორდინირება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების გაეროს კონვენციისა და კანონის განხორციელების დაჩქარება.
პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარადჭერით.

სხვა სიახლეები