საქართველოში პარაოლიმპიელთა საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა

A+
A-

8 სექტემბერს მსოფლიო თანამეგობრობა პარაოლიმპიელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საელჩოში ოფიციალური მიღება გაიმართა.

მიღებას ესწრებოდნენ ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთვრობო ორგანზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენები. მისი მიზანი იყო პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება სახელმწიფო სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ საინვალიდო სპორტის განვითრებას  შეუწყონ  ხელი.

გამოსვლის დროს ჯუდი გოფმა მიულოცა დამსწრე საზოგადოებას პარაოლიმპიელთა საერთაშორისო დღე და საზოგადოებასა და შესაბამის უწყებებს  მოუწოდა საქართველოში პარაოლიმპიური მოძრაობისა და საინვალიდო სპორტის განვითარებისთვის. ხოლო იმ სპორტსმენბს, რომლებიც ლონდონის პარაოლიმპიური თამაშებზე მონაწილეობისთვის ლიცენზიებისთვის იბრძვიან, წარმატება უსურვა -

„ვფიქრობ, პარაოლიმპიადა ფენომენალურად დიდი მოვლენაა. ეს არის მოვლენა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს საშუალებას აძლევს ბევრ რამეს მიაღწიონ. ამ დროს ნებისმიერი ადამიანი იღებს უდიდეს მოტივაციას და სურვილს, იბრძოლონ წარმატებისთვის. ბრიტანეთში პარაოლიმპიადა ისეთივე პოპულარულია, როგორც ოლიმპიური თამაშები“ (ჯუდი გოფი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში).

პარაოლიმპიური თამაშები აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და იმართებოდა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ.” მისი ჩატარების წლები ემთხვევა როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარების წლებს და იწყება მისი დამთავრებიდან ერთი თვის შემდეგ.

 

 

სხვა სიახლეები

რატი იონათამიშვილი და ქეთევან ზაზანაშვილი - სპორტული ცეკვის პირველი პარაწყვილი საქართველოში