გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით (UNCRPD) დადგენილი სტანდარტები

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით (UNCRPD) დადგენილი სტანდარტები

A+
A-

საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების სათანადო რეალიზებას. ისინი, სხვების მსგავსად, ვერ სარგებლობენ ყველა იმ უფლებითა და შესაძლებლობით, რომლებიც თითოეულ ადამიანს დაბადებისთანავე ენიჭება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ისინი დღემდე აწყდებიან სისტემურ დაბრკოლებებს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში.

მათ არ აქვთ შესაძლებლობა, სხვების თანასწორად ისარგებლონ კონსტიტუციით დაცული უფლებებით. ამასთან, პრაქტიკა აჩვენებს, რომ შშმ პირებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება ხელმისაწვდომობა საჯარო სივრცეებზე, შენობა-ნაგებობებზე, ჯანდაცვის, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებსა თუ სატრანსპორტო საშუალებებზე, საგანმანათლებლო და სახელმწიფო დაწესებულებებზე.

აღნიშნული კი, მიუთითებს, რომ პრაქტიკაში არ ხდება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი სტანდარტების გათვალისწინება.

წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

სხვა რესურსები

  • შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეფასება

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საჭიროებების შეფასება

  • არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაეროს შშმ კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა