ᲗᲔᲚᲐᲕᲡᲐ ᲓᲐ ᲐᲮᲛᲔᲢᲐᲨᲘ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲣᲚᲘ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲗᲔᲛᲐᲖᲔ ᲡᲐᲛᲘ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ ᲒᲐᲘᲛᲐᲠᲗᲐ
20 დეკემბერს თელავსა და ახმეტაში შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე სამი შეხვედრა გაიმართა. თელავში, "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, თემაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებს შეხვდნენ. შეკრებაზე დასასწრებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ახმეტიდან, თელავიდან, ყვარლიდან ჩამოვიდნენ.