აქტიური საწვრთნელი ბანაკი სენაკში წელს მეორედ გაიმართა ბეჭდვა ელფოსტა

senaki_1.jpg2011 წლის 5-დან 10 სექტემბრის ჩათვლით ქ. სენაკში,  სასტუმრო ”ეა”-შ საინვალიდო ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების მეორე საწვრთნელი ბანაკი მოეწყო. ბანაკში 20 ქართველი ინვალიდობის მქონე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას და მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური რეაბილიტაცია,  დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების, საკუთარი თავის მოვლისა  და ყველგანმავალი საინვალიდო ეტლის მოხმარების წესების სწავლება, აგრეთვე, ერთმანეთთან დაახლოება, გააქტიურება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო.

5 სამუშაო დღის განმავლობაში მონაწილეები ეცნობოდნენ საკუთარი თავის მოვლasenaki-2.jpgისა, თუ ეტლის დამოუკიდებლად მართვის წესებს, იღებდნენ ინფორმაციას პირადი ჰიგიენის, სექსუალური ცხოვრების მოწესრიგების, აგრეთვე რეპორდუქციის შესახებ. ბანაკში დიდი ყურადღება ეთმობოდა სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობას, რომლის დროსაც მონაწილენი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კალათბურთის თამაშში, მშვიდლოსნობაში, დარბაზის რაგბში, მარათონში და პარაოლიმპიადის სხვადასხვა სახეობებში. საინტერესო იყო ის გასვლა, რომელიც ქ. ბათუმში მოეწყო 8 სექტემბერს. ამ დღეს მონაწილენი დაიყვნენ ორ ჯგუფად და ქალაქში სამოძრაოდ მიეცათ დავალებები. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით.

asenaki.jpgაქტიური ცხოვრების საწვრთნელი ბანაკი საქართველოში წელს მეორედ მოეწყო და ის პროექტის ”საქართველოში ეტლების წარმოების ქსელის” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის პარტნიორ ორგანიზაციებთან  - ინვალიდობის მსოფლიო ინსტიტუტთან (WID) და WhirlWind Wheelchair-თან ერთად აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

საწვრთნელი ბანაკის დასრულების შემდეგ, მონაწილენი ვერ ფარავდნენ სიხარულს და ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მსგავი ღონისძიებების ჩატარება რეგულარულად არის აუცილებელი და რომ მას ინვლაიდობის მქონე ადამიანებისთვის ძალიან დადებითი შედეგები მოაქვს.

ტრენინგებს უძღვებოდნენ პოლონელი ექსპერტი ტომას ტასიემსკი და ქართველი ინსტრუქტორები - რატი იონათამიშვილი და ჯონი გერგედავა.