კოალიციამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო საჭიროებების კვლევა დაიწყო ბეჭდვა ელფოსტა

untitled.jpg2012 წლის საპრალამენტო არჩვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი იქნება. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საარჩევნო საჭიროებების დადგენის მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აღრიცხვას დაიწყო.

 კოალიციის ინტერვიუერები თითოეულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ესტუმრებიან სახლში და მათთან ერთად სპეციალურ კითხვარს შეადგენენ. არღიცხვა ძირითადად მოძრაობის პრობლემის მქონე პირებს, უსინათლო და სმენადაქვეითებულ ადამიანებს ეხება.

აღნიშნული კვლევა დაგვეხმარება, ხელმისაწვდომი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნაში. არჩევნების დღეს კი  თბილისში, რუსთავში, გორში და ახალციხეში შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის ტრანსპორტირებას საარჩევნო უბნებზე, ხოლო სმენადაქვეითებულთათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  იმოქმედებს სურდო–თარჯიმანთა ჯგუფი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, სკაიპის მეშვეობით, აღმოუჩენენ დახმარებას არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის. რაც შეეხება უსინათლო ადამიანებს, ყველა საარჩევნო უბანზე დარიგდება სპეციალური პლანშეტი, რომლის მეშვეობითაც შესძლებენ ბიულეტენების წაკითხვას და ხმის დამოუკიდებლად მიცემას.

 კოალიცია მოუწოდებს ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველს – საარჩევნო ყუთის შენთან მოტანას, ამჯობინე თავად მიხვიდე  საარჩევნო უბანზე – იყავი საზოგადოების სურლფასოვანი წევრი.

ჩვენ შეგვიძლია ამაში დაგეხმაროთ!

პროექტი ხორციელდება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის    მხარდაჭერით. აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.