შეხვედრა აშშ-ს საელჩოში ბეჭდვა ელფოსტა
img_0250.jpgაშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ავღანეთის მისიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები და უფლებადამცველები ოფიციალურ მიღებაზე მიიწვია. შეხვედრას, რომელიც აშშ-ს საელჩოში გაიმართა, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დავით მარგველაშვილი. ამერიკის ელჩმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებისა და სამოქალაქო მოძრაობის მხარდაჭერა. ,დამსწრე საზოგადოებას ოფიციალური სიტყვით კოალიციის თავმდჯომარემ გიორგი ძნელაძემაც მიმართეს. გიორგი ძნელაძის სიტყვაში იმედი გამოთქვა, რომ შშმ ვეტერანებთან ერთად არ მოუწევს უფლებების დაცვის ფრონტზე ბრძოლა და ის პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს შეზრუდული შესაძლებლობის მქონე ადამაინები დგანან, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით და სამოქალაქო მოძრაობის კიდევ უფრო გაძლიერებით, გადაიჭრება.