ივნისის დასაწყისში ქვეყანაში დახმარების სახით კიდევ 250 ეტლი შემოვა, რომელიც თბილისის რაიონებში

ამერიკული ორგანიზაციაCourterpart Internacional”, რომელიც  საქართველოში 1995 წლიდან  მოღვაწეობს, სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო აქციებს აწყობს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ, 250 ინვალიდის ეტლი შემოიტანა. მათი უმეტესი ნაწილი რაიონებში, კერძოდ: კახეთში, გორსა და ახალციხეში დარიგდა. ივნისის დასაწყისში ქვეყანაში კიდევ 250 ეტლი შემოვა, რომელიც თბილისის რაიონებში განაწილდება.

 

რაიონული გამგეობებიCourterpart Internacional” – იმ პირთა მონაცემებს გადასცემენ, რომლებსაც ინვალიდობის ეტლი ესაჭიროებათ.

 

ორგანიზაციის წევრები ახლო მომავალში სამედიცინო ინვეტარის შემოტანასაც გეგმავენ, რომელიც ბავშვთა სახლებსა და დამხმარე სკოლებს დაურიგდებათ.

თამუნა დვალი კოალიციის კორესპონდენტი