"ყველგანმავალი" – დამზადებულია საქართველოში
img_8968.jpg26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ქართული მრეწველობის აღლუმი - "დამზადებულია საქართველოში" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" მიიღო. კოალიციის მიერ საზოგადოების წინაშე საქართველოში წარმოებული აქტიური ტიპის საინვალიდო ეტლები, ბალიშები და პორტატული პანდუსები იყო გამოტანილი.
 
კოალიცის კუთხეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ქ. თბილისის მერი გიგი უგულავაც ესტუმრნენ, რომლებმაც დაათვალიერეს პროდუქცია და ხემლისაწვდომი ფიზიკური გარემოს არსებობის მნიშვნელობაზე საჯარო განცხადებები გააკეთეს.img_8990.jpg
 
საინვალიდო ეტლები, პანდუსები, ავტომობილის ხელით სამართავი სისტემები და სხვა სახის ინდივიდუალური ადაპტაციის საშუალებები კოალიციის ბაზაზე არსებულ სოციალურ საწარმოში მზადდება, სადაც ეტლით მოსარგებლე პირები არიან დასაქმებულები. სოციალური საწარმოს ამუშავება პროექტის "საქართველოში ეტლების წარმოების ქსელის" ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელსაც კოალიცია ინვალიდობის საერთასორისო ინსტიტუტთან  (WID) ერთად აშშ საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) მხარადჭერით ახორციელებს.