"ᲕᲐᲙᲐᲜᲡᲘᲐᲖᲔ ᲒᲐᲜᲐᲪᲮᲐᲓᲘ ᲠᲝᲛ ᲨᲔᲛᲝᲘᲢᲐᲜᲔ, ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲗᲥᲕᲘ ᲠᲝᲛ ᲙᲝᲭᲚᲝᲑᲓᲘᲝ"- ᲐᲥᲢᲘᲕᲘᲡᲢᲘ ᲓᲔᲐ ᲔᲠᲔᲛᲐᲨᲕᲘᲚᲘ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐᲖᲔ
დაბადების შემდეგ, თითოეული ადამიანი ცხოვრების გზაზე სტანდარტულ ციკლს გადის: ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, დასაქმება და ოჯახის შექმნა. თუმცა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირი ხარ, მშობელს (მშობლების უმეტესობას) არ აქვს მოლოდინი, რომ შენც სხვათა თანასწორად ჩაებმები ცხოვრების ამ ციკლში.